Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ბელარუსის დელეგაცია ეწვია


18 ნოემბერს საქართველოს ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენლობითი პალატის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები შეხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. სააგენტო იტარ-ტასს საქართველოში გამგზავრებამდე დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების საერთაშორისო საქმეთა და დსთ-სთან ურთიერთობის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ - სერგეი მასკევიჩმა განუცხადა, რომ ”აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში” ერთდროულად სამი საპარლამენტო დელეგაცია გაემგზავრება. ”ისინი აპირებენ ამ სამ რესპუბლიკაში ვითარების შესწავლას ბელარუსის პარლამენტში აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხის მოსალოდნელი განხილვის გამო. ამ საკითხზე კავკასიის ამ რესპუბლიკებმა გასულ წელს მოგვმართეს” - განუცხადებია მასკევიჩს იტარ-ტასისთვის. 5 ნოემბერს ბელარუსის პარლამენტმა გადაწყვიტა შეექმნა საგანგებო სამუშაო ჯგუფი აფხაზეთისა და სამხრეთის ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხის შესასწავლად. საქართველოში ვიზიტის გარდა, ბელორუსი დეპუტატები რუსეთის სახელმწიფო დუმაშიც გამართავენ შეხვედრებს.
XS
SM
MD
LG