Accessibility links

ოსური მხარე სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე უარს აცხადებს


19 ნოემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რაეგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი. ამ დრომდე ოსური მხარე შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ჟენევიდან დაბრუნებულმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიდრე თბილისი ცხინვალს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ეროვნების მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდის, ერგნეთის შეხვედრაში ოსური მხარე მონაწილეობას არ მიიღებს. ჩოჩიევი დე ფაქტო რესპუბლიკის ხუთ მოქალაქეს ქართული სპეცსამსახურების მიერ გატაცებულებად მიიჩნევს, რასაც ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფს. ბორის ჩოჩიევმა ცხინვალის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეებიც დაუკავშირდნენ და შეხვედრაში მონაწილეობა სთხოვეს, მაგრამ ოსური მხარის გადაწყვეტილება არ გადაიხედება.
XS
SM
MD
LG