Accessibility links

logo-print

ოსური მხარე თანახმაა პრინციპზე ყველა-ყველაზე


დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი ახალი ინიციატივით გამოდის. მან ამ საკითხის შესახებ ორი დღის წინ პირველად რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა. გუშინდელ ბრიფინგზე კი კიდევ ერთხელ გაიმეორა – ოსური მხარე თანახმაა დაკავებულების გაცვლაზე პრინციპით ყველა-ყველაზე. თუმცა, იგი არ აკონკრეტებს, გულისხმობს თუ არა ყველაში ომამდე დაკავებულ და მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებიც სასჯელს საქართველოს ციხეებში იხდიან. ყველა დაკავებულის გაცვლა ქართული მხარისთვის მიუღებელია. შიდა ქართლის გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარე უდანაშაულო ტირძნისელ მოზარდებში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ კრიმინალებს ვერ გაცვლის.
XS
SM
MD
LG