Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის დელეგაცია საქართველოში


ბელორუსიის ეროვნული კრების დელეგაციის ხელმძღვანელი სერგეი მასკევიჩი თბილისში გამართული შეხვედრებით კმაყოფილია. დღეს ბელორუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენ-მასწავლებლებსა და საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდნენ. 4 საათზე დაგეგმილია შეხვედრა ქართულ სამთავრობო დელეგაციასთან გორში. ბელორუს დეპუტატებს ქართულ-ოსურ პრობლემებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბოკერია და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი შეხვდებიან. სერგეი მასკევიჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამიასთან შეხვედრა არ შედგა. ასევე დაგეგმილია დელეგაციია ბათუმში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა.
XS
SM
MD
LG