Accessibility links

ბელორუსი დეპუტატები აფხაზეთში გამართავენ შეხვედრებს


საინფორმაციო სააგენტო “აპსნი პრესის” ინფორმაციით ბელორუსი დეპუტატები აფხაზეთში იმყოფებიან და აფხაზეთის ე.წ. სახალხო კრების წევრებს და სპიკერს ნუგზარ აშუბას შეხვდებიან. ამის შემდეგ კი გაიმართება შეხვედრები თვითაღიარებული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან და თავდაცვის მინისტრ მერაბ ქიშმარიასთან. საღამოს ბელორუსი პარლამენტარების დელეგაციას სერგეი ბაღაფში მიიღებს. ხვალ ბელორუსიის დელეგაცია აფხაზეთის უნივერსიტეტს ესტუმრება, ასევე შეხვდებიან აფხაზური ეკლესიის ე.წ. წინამძღოლს ბესარიონ აპლიას. ხვალვე დეპუტატები ახალ ათონს დაათვალიერებენ. “აპსნი პრესის” ინფორმაციით დელეგაცია აფხაზეთს 20 ნოემბერს დატოვებს.
XS
SM
MD
LG