Accessibility links

logo-print

ჯოზეფ ქეის დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდა


ლონდონის სასამართლოს ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ჯოზეფ ქეის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, რომლის თანახმად მას ბადრი პატარკაციშვილის ქონების განკარგვის უფლება ჰქონდა, ყალბია. ამის შესახებ დღეს თბილისში პრეს-კონფერენციაზე პატარკაციშვილების ოჯახის ადვოკატმა ლაშა ბირკაიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ადვოკატებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჯოზეფ ქეის საწინააღმდეგო ახალი მტკიცებულებები გადასცეს. ბირკაიას განცხადებით, ლონდონის სასამართლომ ქეის პირადი აქტივები დააყადაღა, მის ოფისში სასამართლოს ნებართვით ჩატარებული ჩხრეკისას აღმოჩენილ დამატებით დოკუმენტაციას კი ლონდონის სასამართლო შეისწავლის.
XS
SM
MD
LG