Accessibility links

logo-print

იუშჩენკო საქართველოსთვის იარაღის უკანონოდ მიწოდებას უარყოფს


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იწყებს სამუშაო ვიზიტს კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდება და საქართველოს საელჩოს ახალ შენობას გახსნის. კიევში სააკაშვილის ვიზიტის წინ, უკრაინის პარლამენტის წევრმა „რეგიონების პარტიიდან“ ვალერი კონოვალიუკმა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები დაადანაშაულა იარაღის ფარულ ბიზნესში, რომელმაც დეპუტატის მტკიცებით, უკრაინის ბიუჯეტი სერიოზულად დააზარალა. კონოვალიუკი ხელმძღვანელობდა დროებით საგამოძიებო კომისიას, რომლის შეფასებით, საქართველოსთვის იარაღის მიწოდებისას უკრაინის უმაღლესმა ხელისუფლებამ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა დაარღვია. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ საქართველოსთვის შეიარაღების უკანონოდ მიწოდების ვერსიას სისულელე უწოდა და განაცხადა, რომ კიევი მხოლოდ სამართლის ნორმათა შესაბამისად მოქმედებდა.
XS
SM
MD
LG