Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის სამი დელეგაცია საქართველოში


ბელორუსიის პარლამენტის წევრები თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში ერთდროულად ჩავიდნენ. მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლის ნებართვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს. ბელორუსიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებმა მინსკს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს. ამ საკითხზე მსჯელობის დასაწყებად ბელორუსიის პარლამენტმა შექმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის წარმომადგენლები დღეს საქართველოს პარლამენტის წევრებს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. ბელორუსიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის სერგეი მასკევიჩის განმარტებით, მათი ვიზიტი სიტუაციის შესწავლის ერთ-ერთი ეტაპია.
XS
SM
MD
LG