Accessibility links

logo-print

მოზარდებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს


ტირძნისელი მოზარდები

ტირძნისელი მოზარდები

ოთხი ქართველი მოზარდი ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში მინიმუმ ერთი თვისა და 20 დღის განმავლობაში დარჩება - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუს პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა განუცხადა. მან აღნიშნა, რომ შსს-სგან მიღებული ინფორმაციით, მოზარდებს საბრძოლო მასალებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვის ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაკავებიდან ათ დღეში შეუფარდეს. ჩიგოევის განცხადებით, საქმის გამოძიება კვლავ გრძელდება და ამჟამად დაკავებულებთან მშობლების დაშვების საკითხი განიხილება.

სოფელ ტირძნისის მცხოვრები ოთხი არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ოსმა მილიციელებმა და რუსმა სამხედროებმა ორი კვირის წინ დააკავეს. ცხინვალის მოზარდებს ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში სდებს ბრალს.
საქართველოს ხელისუფლება არასრულწლოვანების გათავისუფლებაში დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს.
XS
SM
MD
LG