Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი ავღანეთში ჩავიდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩავიდა ავღანეთში, ქაბულში, სადაც ხვალ ჰამიდ კარზაის ინაუგურაციის ცერემონიაში მიღებს მონაწილეობას. კლინტონი ერთ-ერთია იმ ათობით სტუმართაგან, ვინც აშშ-დან, ევროპისა და სხვა ქვეყნებიდან დაესწრება პრეზიდენტის სასახლეში ცერემონიას. ხუთშაბათს კარზაი ფიცს დადებს, როგორც ახლად არჩეული პრეზიდენტი. ავღანეთის დედაქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული მეამბოხეთა თავდასხმები.
XS
SM
MD
LG