Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები ქართველი მოზარდების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვენ


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შესახებ ორი თანამომხსენებელი, 4 ნოემბერს დაკავებული ქართველი მოზარდების დაუყოვნებლივ განთავისუფლებისკენ მოუწოდებენ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას. თანამომხსენებლებმა, მატიაშ ეორშიმ და ლუკ ვან დენ ბრანდემ განაცხადეს, რომ ახალგაზრების დაკავება და გახანგძლივებული პატიმრობა კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და დაპირისპირებას ამ გაყოფილ რეგიონში. ამასთან, ეორში და ვან დენ დრანდე თვლიან, რომ ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს, საერთაშორისო მეთვალყურეების სრული და შეუზღუდავი დაშვების აუცილებლობას, რისკენაც ისინი გამოთქვამდნენ მოწოდებას მათ ანგარიშებსა და ასამბლეის რეზოლუციებში.
XS
SM
MD
LG