Accessibility links

logo-print

ირანი უარს ამბობს ურანის საზღვარგარეთ გაგზავნაზე


ირანმა უარყო წინადადება მისი მცირედ გამდიდრებული ურანის საზღვარგარეთ გაგზავნის თაობაზე, შემდგომი გადამუშავების მიზნით. სააგენტო „ისნამ“ გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოთაქის სიტყვები - რომ ირანი ამის ნაცვლად ატომური საწვავის გაცვლის პერსპექტივას განხილავს ქვეყნის შიგნით. შეთანხმება, რომელიც ირანმა უარყო, გაეროს მიერ იყო შემუშავებული, და მიზნად ისახავდა იმ შეშფოთების შესუსტებას, რომ ირანი ატომურ იარაღზე მუშაობს.
XS
SM
MD
LG