Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდნენ


სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე 18 ნოემბერს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე. ბრიუსელში ასევე გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა ელჩების დონეზე. სააგენტო „სივილ ჯორჯიას“ თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ალიანსმა ”ცალსახად დადებითი შეფასება” მისცა ნატოსთან საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებას.
XS
SM
MD
LG