Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა აღარ გაიმართება


ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლება უარი განაცხადეს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც დღეს ერგნეთში უნდა გამართულიყო. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში სამხერთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის, ბორის ჩოჩიევის განმარტებით ისინი სამხრეთ ოსეთის დაკავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მიღებამდე შეხვედრებში მონაწილოებას აღარ აპირებენ”. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი თემა 4 ნოემბერს ცხინვალში დაკავებული ოთხი ქართველი მოზარდის გათავისუფლების საკითხი უნდა ყოფილიყო. ცხინვალის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ტირძნისელ მოზარდებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ”მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა არ ინებეს შეხვედრაზე მოსვლა. იმედია, ეს დროებითია, ისინი შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას და ეს შეხვედრები განახლდება”, - აცხადებს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი.

XS
SM
MD
LG