Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი: ავღანეთმა კონკრეტული შედეგები უნდა აჩვენოს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა,რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს დაუჭერს ავღანეთის მთავრობას, მაგრამ მისგან საპასუხო ნაბიჯებსაც ელის. კლინტონმა თქვა, რომ ავღანეთს თავდაცვის გაძლიერების, უსაფრთხოების ზომების მიღების და სიღარიბის დაძლევისკენ მოუწოდებს. კლინტონი ავღანეთში, ამერიკის საგანგებოდ გამაგრებულ საელჩოში ათობით ქვეყნისსაგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, რომლებიც ქაბულში ჰამიდ კარზაის მეორე ვადით ინაუგურაციას დაესწრებიან. ”პრეზიდენტ კარზაის და მის მთავრობას ესმის,რომ არჩევნების შედეგები ავღანელმა ხალხმა უნდა დაინახოს და იგრძნოს” - განაცხადა ჰილარი კლინტომა.

XS
SM
MD
LG