Accessibility links

logo-print

ქაბულში ჰამიდ კარზაის ინაუგურაცია გაიმართა


ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული ჰამიდ კარზაის ინაუგურაცია გაიმართა. ცერემონიაში, რომლის გამოც უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმი მოქმედებდა, ასზე მეტი უცხოელი სტუმარი, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ. საინაუგურაციო გამოსვლისას პრეზიდენტმა კარზაიმ განაცხადა, რომ კორუფციასთან, დამნაშავეთა დაუსჯელობასა და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლას აპირებს. მან ეროვნული თანხმობის მთავრობის წევრობა შესთავაზა აბდულა აბდულას, რომელიც არჩევნებში კარზაის მთავარი კონკურენტი იყო.
XS
SM
MD
LG