Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუშჩენკო „გაზპრომთან“ კონტრაქტის განახლებას ითხოვს


უკრაინის პრეზიდენტმა რუს კოლეგას შესთავაზა სასწრაფოდ შეცვალონ გაზით მომარაგების კონტრაქტები, რათა თავიდან აიცილონ ბუნებრივი აირის როგორც უკრაინისთვის, ასევე ტრანზიტით ევროპის სახელმწიფოებისთვის მიწოდების პრობლემები. პრეზიდენტ მედვედევისადმი გაგზავნილ ღია წერილში იუშჩენკო აღნიშნავს, რომ „გაზპრომისა“ და უკრაინის მიერ იანვარში ხელმოწერილი კონტრაქტი ქვეყნისთვის წამგებიანია. პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს შეფასებით, უკრაინა, რომელიც ყველა ვალდებულებას ასრულებს, რუსეთიდან გაზს მომატებული ტარიფით იღებს.
XS
SM
MD
LG