Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა


დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც ცხინვალში რუსეთის სამთავრობო დელეგაციის ჩასვლა გააპროტესტა. დელეგაციამ, რომელსაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იური ზუბაკოვი ხელმძღვანელობდა, ცხინვალში სამდღიანი ვიზიტი გუშინ დაასრულა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი მოქმედებით რუსეთმა კვლავ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლის ნორმები და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმება.
XS
SM
MD
LG