Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული კომპანია აპირებს უჩივლოს საქართველოს


რუსთავის მეტალურგიული კომპლექსის აქტივების მფლობელი ბრიტანული კომპანია “Thames Steel UK Limited” საქართველოს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს. თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თომას ბლეიკმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ უშედეგო აუქციონების შემდეგ კომპანიის აქტივები კრედიტორ კომპანია „კოლხი ბიზნეს კორპორაციას“ გადაეცა. „კრიმინალურმა ჯგუფმა ჩვენს კომპანიას აქტივები ქართული სასამართლოს უშუალო დახმარებით წაართვა“ - განაცხადა თომას ბლეიკმა. მისივე შეფასებით, სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვაზეა ორიენტირებული და ინვესტიციების დაცვაზე არ ზრუნავს. თომას ბლეიკმა აღნიშნა, რომ მისი კომპანია შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიებაზე მუშაობას დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან აქტიური მუშაობით განაგრძობს.
XS
SM
MD
LG