Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერუში ოპოზიცია კონგრესს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას სთხოვს


პერუში იპოზიციურმა ნაციონალისტურმა პარტიამ ქვეყნის კონგრესში თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების აღიარების წინადადება შეიტანა - განაცხადა რია ნოვოსტისთან ინტერვიუში პარტიის ლიდერმა ოლიანტა უმალამ. უმალა პოპულარული პოლიტიკოსი თავისი ნაციონალისტური, ანტიიმპერიალისტური და ანტიამერიკული იდეების წყალობით გახდა. ”პერუ ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც იმსახურებენ ახალ რესპუბლიკებად ოფიციალურ აღიარებას. ამ მოსაზრებამ გვიბიძგა მიგვემართა ხელისუფლების ორგანოსათვის (კონგრესი) თხოვნით - ოფიციალურად აღიარონ ეს ორი ახალი რესპუბლიკა,” - თქვა უმალამ.
XS
SM
MD
LG