Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გადაადგილებას


საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას შეატყობინა, რომ რესტრუქტურიზაციის პროგრამის ფარგლებში, 19-25 ნოემბერს, განხორციელდება საქართველოს შეირაღებული ძალების მნიშვნელოვანი გადაადგილება. ამის შესახებ პრესრელიზი გაავრცელა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიამ. გადაადგილება განხორციელდება საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ძირითადად კონცენტრირებული იქნება თბილისის, გორის და ბაზალეთის გარშემო. მისია გადაადგილებას მეთვალყურეობას გაუწევს ჩვეული პროცედურების შესაბამისად. მისია კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება შესაბამისობაშია 2009 წლის 26 იანვარს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით აღებულ ვალდებულებებთან.
XS
SM
MD
LG