Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტმა დღეს ქაბულში საზეიმო ფიცი დადო.


ქაბულში, დღეს ჰამიდ კარზაიმ საზეიმო ფიცი დადო, როგორც ავღანეთის პრეზიდენტმა, რომელიც მეორე ვადით, კიდევ ხუთი წლით დაიკავებს თანამდებობას. კარზაიმ თავის სიტყვაში განაცხადა, რომ „დაუსჯელობის კულტურას“ ავღანეთში ბოლო მოეღება. მისივე თქმით, ახალი კაბინეტის მინისტრები უნდა იყვნენ კომპეტენტური, პროფესიონალი მოხელეები, რომლებიც ერს უნდა ემსახურონ. ცერემონიას, თემთა მეთაურებთან ერთად, ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი და პაკისტანის პრეზიდენტი, ასიფ ალი ზარდარი.
XS
SM
MD
LG