Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მსჯელობენ


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა დაიწყეს მოლაპარაკება შედეგების გარშემო, რომელიც მოჰყვა ირანის უარს, გაიტანოს თავისი ნაკლებად გამდიდრებული ურანი უცხოეთში ბირთვულ საწვავად გადასამუშავებლად, რასაც გაეროს შუამავლობით მიღწეული გეგმა ითვალისწინებს. ობამას კომენტარი სამხრეთ კორეაში მოჰყვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მანუჩერ მოთაქის განცხადებას, რომ ირანი არ გაიტანს ურანს უცხოეთში. მოთაქიმ გამორიცხა სანქციები, როგორც ტაქტიკა და თქვა, რომ თეირანს სურს გეგმაზე მოლაპარაკება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუკი ურანის საწვავად გადამუშავება ირანში მოხდება. დღეს გავრცელდა ცნობა, რომ მსორფლიო სახელმწიფოები პარასკევს განიხილავენ ირანის ამ უარს.
რუსეთმა გამოაცხადა, რომ ირანს საბოლოო პასუხი ამ საკითხზე ჯერ არ გაუცია. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არის ლაპარაკი ირანისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე.
XS
SM
MD
LG