Accessibility links

ბრიუსელში ევროკავშირის პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვინაობაზე შეთანხმდნენ


ბრიუსელში გაკეთებული ოფიციალური განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებმა ევროკავშირის პრეზიდენტად აირჩიეს ბელგიის პრემიერ-მინისტრი ჰერმან ვან რომპუი, ხოლო ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერად - ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში, კეტრინ ეშტონი. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევანი გაკეთდა ბელგიის პრემიერ-მინისტრისა და ვაჭრობის სფეროში ევროკომისრის კანდიდატურებზე, ევროკავშირის სამიტის შემდეგ გავრცელდა. შვეციამ, რომელიც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, საგანგებო სამიტი მოიწვია ევროკავშირის პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვინაობაზე ერთსულოვნების მისაღწევად. ეს ორი პოსტი შეიქმნა ლისაბონის ხელშეკრულებით, რომელიც ძალაში შედის 1 დეკემბერს.
XS
SM
MD
LG