Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას შეხვდა და საელჩოს ახალი შენობის გახსნას დაესწრო


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, დღეს მოლაპარაკება გამართა უკრაინელ კოლეგა ვიქტორ იუშჩენკოსთან. უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, იუშჩენკომ "ძალიან მნიშვნელოვანი" უწოდა საქართველოსთან ურთიერთობებს. "უკრაინისთვის ცნობილია, როგორი რთულია ეროვნული სუვერენიტეტის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა და ძირითადი სახელმწიფო პრინციპების განხორციელება, დაწყებული ტერიტორიული მთლიანობიდან. ჩვენ ყოველთვის საქართველოსთან ვართ ამ და სხვა საკითხებში,” - განაცხადა იუშჩენკომ. პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა უკრაინის მიერ საქართველოს მხარდაჭერას და განაცხადა, რომ მისი ვიზიტი უკრაინაში არის ”კარგი შესაძლებლობა” ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო კიევში საქართველოს საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიაში.
XS
SM
MD
LG