Accessibility links

logo-print

პაკისტანში მორიგი აფეთქება მოხდა


პაკისტანის ქალაქ პეშავარში მორიგი აფეთქება მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი, 6 დაიჭრა. ბოლო აფეთქება გზაზე მოხდა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი პეშავარის სასამართლოს შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი და სულ ცოტა 18 ადამიანი იმსხვერპლა. მარტო ბოლო თვის მანძილზე პაკისტანში რვა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელდა აფეთქება - მათგან 6 ქალაქ პეშავარში. დაიღუპა 110 ადამიანი.
XS
SM
MD
LG