Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი ბაიდენისა და სააკაშვილის სატელეფონო საუბარზე ცნობას ავრცელებს


თეთრი სახლი ავრცელებს ცნობას 18 ნოემბერს ჯოზეფ ბაიდენსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ: ”ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა 2009 წლის 18 ნოემბერს დაურეკა საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილს იმისათვის, რომ განეხილა დემოკრატიული რეფორმა საქართველოში და კიდევ ერთხელ გამოეხატა აშშ ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ვიცე-პრესიდენტმა ხაზი გაუსვა დემოკრატიული რეფორმებისადმი ერთგულების შენარჩუნებისა და ”ვარდების რევოლუციის” დაპირების განხორციელების მნიშვნელობას. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ყველა მხარემ უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის დაპირებები და თავიდან აიცილონ დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებები”.
XS
SM
MD
LG