Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტირძნისელი მოზარდები თვენახევარს ცხინვალის საპატიმროში გაატარებენ


ცხინვალში დაკავებული ტირძნისელი მოზარდები კიდევ თვენახევარს საპატიმროში გაატარებენ. ამის შესახებ პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა ოსურ საინფორმაციო საშუალებებთან განაცხადა. მისი თქმით, მოზარდებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ და ამ ხნის განმავლობაში გამოძიება გაგრძელდება. ტირძნისის სკოლის მოსწავლეები: გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი 4 ნოემბერს დააკავეს. მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და საბრძოლო მასალის გადატანის ბრალდება წაუყენეს. მოზარდები მე-17 დღეა ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG