Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის არჩევნებში 3200 გალელის მონაწილეობას ვარაუდობენ


აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოკუპირებული გალის რაიონში 5 საარჩევნო შტაბი განთავსდება. აფხაზეთის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, გალის რაიონის სამ სოფელში - ჭუბურხინჯში, ოტობაიასა და განახლებაში საარჩევნო უბნები სოფლის ადმინისტრაციულ შენობებში განთავსდება, ხოლო ორი - ქალაქ გალში. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა აცხადებს, რომ „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გალის რაიონის 3200 მაცხოვრებელი მიიღებს მონაწილებას. სწორედ ამ რაოდენობის ადამიანს აქვს აღებული ე.წ. აფხაზური პასპორტი,“ – ამბობს კილანავა.
XS
SM
MD
LG