Accessibility links

logo-print

ელ ბარადეი: ირანისგან „საბოლოო პასუხი“ ჯერ არ მიგვიღია


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანს ჯერჯერობით „საბოლოო პასუხი“ არ უთქვამს ბირთვული საწვავის შესახებ გაეროს მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე. მუჰამედ ელ ბარადეის თქმით, მის უწყებას ირანისგან „წერილობითი პასუხი არ მიუღია“. ის თეირანს მოუწოდებს, გამოიყენოს ნდობის აღდგენის ეს იშვიათი შესაძლებლობა. გაეროს ატომურმა სააგენტომ ირანს შესთავაზა გარიგება, რომლის თანახმადაც ირანის მცირედ გამდიდრებული ურანი უცხოეთში უნდა გაეგზავნათ, ბირთვულ საწვავად გადამუშავების მიზნით. მიმდინარე კვირაში შექმნილი შთაბეჭდილებით, ირანმა ეს წინადადება უარყო. დღეს ბრიუსელში ირანის საკითზე სასაუბროდ შეხვედრა გამართეს შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და გერმანიამ. მოლაპარაკების შემდეგ, ექვსმა მხარემ იმედგაცრუება გამოხატა, რომ ირანი „დადებითად არ გამოეხმაურა“ უთანხმოების გადაჭრის გეგმას - და არც მოლაპარაკების ახალ რაუნდს დათანხმდა.
XS
SM
MD
LG