Accessibility links

logo-print

ჰააგა საქართველოსგან დამატებით მასალებს ითხოვს


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის დამადასტურებელი მასალები ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს საქართველომ დათქმულ ვადაში წარუდგინა. სამინისტროს განმარტებით, ჰააგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელისთვის, რომელიც რასობრივი დისკრიმინაციის ამკრძალავი კონვენციის დარღვევას შეეხება, თბილისს პოზიციის წარსადგენად ვადა 2009 წლის 2 სექტემბრამდე დაუწესა, რაც არ დარღვეულა. იუსტიციის სამინისტროს განმარტება მოჰყვა ჰააგის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას იმის შესახებ, რომ სარჩელის შემდგომი განხილვისთვის საქართველოსგან დამატებით მასალებს ითხოვს.
XS
SM
MD
LG