Accessibility links

logo-print

ჩეხეთი ცხინვალს მოუწოდებს გაანთავისუფლოს მოზარდები


პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ქართველი მოზარდები. მიმართვაში ნათქვამია, რომ არასრულწლოვნების დაკავება უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია. “მოზარდების დაკავება კონფლიქტის ზონებში მოზარდებისადმი მოპყრობის საერთაშორისო ნორმებს არღვევს. ამგვარი ინციდენტები რეგიონში დაძაბულობის ზრდასა და დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ქართველი მოზარდები”, - აღნიშნულია განცხადებაში. ჩეხეთის მიმართავა საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებამ გაავრცელა. ტირძნისელი ოთხი არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას სდებს ბრალად.
XS
SM
MD
LG