Accessibility links

სააკაშვილის ვიზიტი კიევში დასრულდა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ თოქ-შოუში მიიღო მონაწილეობა და პასუხი გასცა კითხვებს აგვისტოს ომისა და რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებზე.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკურ ფორუმში, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკოც მონაწილეობდა. ქართველმა და უკრაინელმა ბიზნესმენებმა რამდენიმე ერთობლივი პროექტი განიხილეს.

მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა ვიქტორ იუშჩენკოსთანაც. შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. აქცენტი გაკეთდა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და იმ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოსა და უკრაინას ემუქრებათ.

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები დაეწრნენ უკრაინაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობის გახსნასაც. მიხეილ სააკაშვილმა თავის უკრაინელ კოლეგას საქართველოს უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის სახელობის ორდენი გადასცა. პრეზიდენტებმა საპატიო გვირგვინით გოლოდომორის დროს დაღუპულთა საფლავი შეამკეს და სანთლები დაანთეს.
XS
SM
MD
LG