Accessibility links

logo-print

ალბანეთში ოპოზიციონერებმა მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყეს


ალბანეთის ოპოზიციური, სოციალისტური პარტიის ასობით მომხრემ ტირანაში, მთავრობის შენობასთან კარვები დადგა, დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელიც არჩევნების დროს დარღვევების გამო ეწყობა. პროტესტის მონაწილეებმა ივნისის არჩევნების ბიულეტენების თავიდან დათვლა მოითხოვეს. სოციალისტური პარტიის ლიდერმა, ედი რამამ მომხრეებს უთხრა, ამით გვსურს დავამტკიცოთ, რომ არ შეიძლება ხმების ყიდვა, გაყიდვა, ან მათ გარშემო გარიგებაო. სოციალიტები აპირებენ პარლამენტს კვლავ ბოიკოტი გამოუცხადონ, მათ 140-დან, ოფიციალური შედეგით, პარლამენტის 65 მანდატი მოიპოვეს. პრემიერ-მინისტრმა, სალი ბერიშამ პარლამენტს ხუთშაბათს განუცხადა, რომ საარჩევნო ურნები აღარ გაიხსნება.
XS
SM
MD
LG