Accessibility links

რუსეთის პრემიერი ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზებას მოითხოვს


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა უნდა განახლდეს და შემცირდეს მისი დამოკიდებულება ნედლეულის ექსპორტზე. პეტერბურგში, რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ ყრილობაზე, რომლის თავმჯდომარე თვითონაა, პუტინმა თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკა, 2009 წელს, შეიკვეცა რვიდან რვანახევარ პროცენტამდე, რაც სხვა ქვეყნებზე უარესი მაჩვენებელია. მისივე თქმით, კაბინეტი გააგრძელებს კრიზისის შედეგად დაზარალებული მრეწველობის დარგების მხარდაჭერას.
XS
SM
MD
LG