Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრი ლანკა აპირებს თამილი დევნილების ბანაკებიდან განთავისუფლებას


შრი ლანკის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პირველ დეკემბერს, თამილთა უმცირესობის წარმომადგენელები, რომლებიც ბანაკებში არიან დაკავებული განთავისუფლებული იქნებიან. ცნობით, დაახლოებით136 ათას დევნილს, შეეძლებათ თავიანთ სოფლებში დაბრუნება. 300 ათასამდე თამილი იყო იძულებული საცხოვრებელი დაეტოვებინა, როცა მთავრობის არმიამ სეპარატისტული ძალების - " თამილი მეამბოხე ვეფხვების", წინააღმდეგ წამოიწყო ომის საბოლოო ფაზა, რომელიც მაისში დასრულდა.
XS
SM
MD
LG