Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ ნატოს გარეშე ავღანეთის მთავრობა დაემხობა


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ მილიბენდმა განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობა რამდენიმე კვირაში დაემხობა, თუკი ნატოს ჯარი დატოვებს ამ ქვეყანას. დღეს, გაზეთ „გარდიანში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში მილიბენდმა თქვა, რომ საერთაშორისო ჯარი რომ გავიდეს ავღანეთიდან, მეამბოხეთა ძალები გაანადგურებენ ავღანეთის არმიას. ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ავღანეთის ჯარი ხუთ წელიწადში იქნება მზად გააკონტროლოს ქვეყანა. მილიბედნის თქმით, საერთაშორისო ძალები უნდა დარჩნენ ავღანეთში და არ უნდა დათქვან იქიდან გასვლის „ხელოვნური ვადა“.
XS
SM
MD
LG