Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი ქართველი მოზარდების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს


საფრანგეთი მოითხოვს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი მოზარდები. ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო განცხადებაში, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. საფრანგეთი მოუწოდებს ყველა მხარეს, განსაკუთრებით რუსეთს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული მექანიზმები,მოზარდების გასათავისუფლებლად. სამინისტრო თვლის, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანთა უფლებები საერთაშორისო ნორმების თანახმად და მოუწოდებს მხარეებს, მოაგვარონ ასეთი ინციდენტები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების განმავლობაში მიღწეული მექანიზმების ჩარჩოებში.
XS
SM
MD
LG