Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დღეს სასტუმროზე თავდასხმისას ორი ადამიანი დაშავდა


ქაბულის ცენტრში დღეს „ხუთვარსკვლავიან“ სასტუმროზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი, სამოქალაქო პირია, მეორე ავღანეთის უშიშროების ძალების თანამშრომელი. სასტუმრო „სერენა“ კარგადაა დაცული, მასში უცხოელი სტუმრები - დიპლომატები და ჟურნალისტები ცხოვრობენ ხოლმე. სასტუმროზე თავდასხმები ადრეც მომხდარა. 2008 წელს მეამბოხეებმა იერიში მიტანეს სასტუმროზე და არაერთი ადამიანი დახოცეს.
XS
SM
MD
LG