Accessibility links

logo-print

ირანში პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს


დღეს გამოცხადდა, რომ ირანის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მოჰამად ალი აბთაჰის ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ივნისის არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო. შემდეგ, სასამართლომ გადაწყვიტა, აბთაჰი გირაოს სანაცვლოდ გაეშვათ. ვექილები განაჩენს გაასაჩივრებენ. პრეზიდენტ ხათამის დროს იყო ვიცე-პრეზიდეტი. ის წლევანდელი არჩევნების ერთ-ერთი ზომირი კანდიდატის, მეჰდი ქარუბის მრჩეველი იყო არჩევნების დროს. აბთაჰი დააკავეს ისლამური რესპუბლიკის მთავრობის დამხობის მცდელობის ბრალდებით.
XS
SM
MD
LG