Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნჰენში აზრებაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა


22 ნოემბერს მიუნჰენში ერთამენთს შეხვდნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები. გუშინვე მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ელჩებმა, იური მერზლიაკოვმა - რუსეთის მხრიდან, ბერნარ ფასიემ - საფრანგეთის მხრიდან და რობერტ ბრადტკემ - აშშ-ს მხრიდან, გაარვცელეს განცხადება: ”22 ნოემბერს, ელჩების - იური მერზლიაკოვის, ბერნარ ფასიესა და რობერტ ბრადტკეს ინიციატივით მიუნჰენში, საფრანგეთის გენერალური კონსულის რეზიდენციაში შეხვდნენ ერთმანეთსაზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - ელმარ მამედიაროვი და ედვარდ ნალბანდიანიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში ისევე, როგორც ეუთოს თავმჯდომარის პირადი წარმოამდგენელი ადრჟეი კასპჟიკი. სეხვედრისას, რომელიც მეექვსეა მიმდინარე წელს, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ჩაერთვნენ თანათავმჯდომარეთა მისერ შეთავაზებული საკითხებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გადაუჭრელი საკითხების დეტალურ და სიღრმისეულ განხილვაში. მოლაპარაკებები, რომელიც თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა, კონსტურქტიული იყო. ზოგიერთ საკითხში იყო პროგრესიც. ამავე დროს, ზოგიერთი საკითხი კვლავაც ღია რჩება. პრეზიდენტებმა თავიანთ საგარეო საქმეთა მინისტრებს დაავალეს ამ საკითხებზე მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან მუშაობის გაგრძელება. შემდეგ ნაბიჯად თანათავმჯდომარეები გეგმავენ ორი საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას, რომელიც შედგება 1-2 დეკემბერს ათენში, ეუთოს მინისტერიალის წინ”. შეხვედრის შემდეგ ბერნარ ფასიემ განაცხადა: ”მოსკოვში, პარიზსა და ვაშინგტონში ჩვენი მთავრობების მიდგომა ასეთია - ომი არ არის არჩევანი, რადგან ომს არ შეუძლია საკითხის გადაჭრა”. გარვცელდა აგრეთვე რობერტ ბრადტკეს კომენტარი: ”ვფიქრობ, დღეს შთამბეჭდავი იყო ის, თუ როგორ მუშაობდა ორი პრეზიდენტი ჩვენთან, მათი დისკუსიის სიღრმე, დისკუსიის სერიოზულობა, მათი სურვილი განეხილათ საკითხები, რომლებიც საკმაოდ რთულია და საკმაოდ წინააღმდეგობრივი და ვფიქრობ, ეს იყო, ჩემთვის - პირისთვის, ვინც შედარებით ახალი ვარ ამ პროცესში, ყველაზე შთამბეჭდავი”.
XS
SM
MD
LG