Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზაზა ფირალიშვილი


Georgia -- Zaza Piralishvili Analist, Tbilisi, 23Jun2009

Georgia -- Zaza Piralishvili Analist, Tbilisi, 23Jun2009

23 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი. ვარდების რევოლუციიდან 6 წლის თავზე საუბარი შეეხებოდა ამ მოვლენის მნიშვნელობასა და მის შედეგებს, იმას, თუ რამდენად უპრიანია დღეს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, როგორც ვარდების რევოლუციის შედეგზე საუბარი. ზაზა ფირალიშვილი თვლის, რომ ვარდების რევოლუცია იყო საქართველოს ისტორიის ”ღერძული მოვლენა”, რომელმაც დიდად განსაზღვრა შემდეგი მოვლენები. ფირალიშვილი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ვარდების რევოლუცია” იყო ძალიან მნიშვნელოვანი ”ისტორიული გამოცდილება”, რაც აჩენს ისტორიულ ჩვევებს, რომელიც შემდგომში განსაზღვრავს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას. ”ჩვენ მოვდივართ ნახევრად მითოლოგიური აზროვნებიდან, რომელიც შეგვიმუშავდა საბჭოთა ეპოქაში - როგორც ხსნა, როგორც გაქცევა იმ სინამდვილიდან, რომელშიდაც ვიყავით. ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად ვთმობთ იმ მითოლოგიურ განზომილებებს ჩვენი ცნობიერებისა და ვსწავლობთ ვიყოთ იქ, სადაც ვართ, იმ ისტორიაში, რომელშიდაც ყოფნა ჩვენ ბედისწერამ გვარგუნა”, - ამბობს ზაზა ფირალიშვილი.
XS
SM
MD
LG