Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლტოლვილთა სამინისტრო ოპოზიციონერების ქცევას საეჭვოდ მიიჩნევს


“საეჭვოდ, ზოგიერთი ოპოზიციონერი ზუსტად მაშინ ჩნდება სხვადასხვა ობიექტებში შეჭრილ დევნილებთან, როცა თვითნებურად დაკავებული შენობების დაცლა იწყება” - ნათქვამია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია მყისიერად იმოქმედოს კერძო მესაკუთრის მოთხოვნაზე ფართის გატავისუფლების შესახებ. ”მესაკუთრის უფლებები არავის ახსენდება და ზოგიერთი პოლიტიკოსის მონაწილებით არასერიოზილი და უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება, რომ დევნილები გამოაძევეს და ქუჩაში დატოვეს”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG