Accessibility links

logo-print

23 ნოემბერი დე ფაქტო ოსეთისთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეა


გიორგობას ცხინვალშიც ზეიმობენ და მას ჯეურგობას უწოდებენ. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის 23 ნოემბერი ოსი ხალხის წინააღმდეგ ქართული აგრესიის დაწყებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეა. ყველაფერი კი 20 წლის წინ დაიწყო - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა ცხინვალში მრავალათასიანი მიტინგის ჩატარება გადაწყვიტეს. ათეულ-ათასობით ადამიანი ცხინვალის მისადგომებთან შეიკრიბა და მაშინდელ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დედაქალაქში შესვლა მოითხოვა. ცხინვალის მისადგომები მძიმე ტექნიკითა და სატვირთო ავტომანქანებით საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარისა და ოსური სეპარატისტული მოძრაობა ადამონ ნიხასის წევრებმა გადაკეტეს.
XS
SM
MD
LG