Accessibility links

logo-print

"ვარდების რევოლუცის" მე-6 წლისთავი


ვარდების რევოლუციის ლიდერები (მარცხნიდან მარჯვნივ): ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია

ვარდების რევოლუციის ლიდერები (მარცხნიდან მარჯვნივ): ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია

2003 წლის 23 ნოემბერს, სხდომის მიმდინარეობის დროს, საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის მონაწილეები ვარდებით შეიჭრნენ და პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს სიტყვა გააწყვეტინეს. პრეზიდენტი დაცვამ გაიყვანა, დარბაზი კი მომიტინგეებმა დაიკავეს. საქართველოს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა’’ და "გაერთიანებული დემოკრატები’’ მოვიდნენ. დაინიშნა არჩევნები და ქვეყნის პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს, პრემიერ-მინისტრად ზურაბ ჟვანია დაინიშნა, პარლამენტის თავმჯდომარედ - ისევ ნინო ბურჯანაძე.

"ვარდების რევოლუციის’’ ლიდერებიდან დღეს ხელისუფლებაში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია. მას მეორე ვადით მინიჭებული საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2013 წელს ეწურება.

2003 წლიდან "ვარდების რევოლუციის" დღე ყოველწლიურად კონცერტებით, მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობითა და პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემით აღინიშნება.

გასულ წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, 23 ნოემბერი სოლიდარობის დღედაც გამოცხადდა.

რაც შეეხება "ვარდების რევოლუციის" მე-6 წლისთავს, ძალიან მოკრძალებულად აღინიშნა - პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 156 პატიმარი შეიწყალა და რამდენიმე ხიდი, გზა და შენობა გახსნა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 25 კმ-იანი მონაკვეთი, იგოეთისა და ლეხურას ხიდები და გორში პოლიციის ახალი შენობა.
XS
SM
MD
LG