Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მოკლული მღვდელი დაკრძალეს


მოსკოვის სამხრეთში მდებარე ეკლესიაში 2,000-ზე მეტი პირი მივიდა გასულ კვირაში მოკლული მღვდლის, დანილ სისოევის, გასვენების ცერემონიაზე დასასწრებად. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემაც. დანილ სისოევს უცნობმა ნიღბიანმა პირმა ესროლა. გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ მკვლელი სავარაუდოდ რელიგიური მოტივით მოქმედებდა. სისოევი ცნობილი იყო ისლამის კრიტიკით, და მუსულმანების ქრისტიანულ სარწმუნოებაზე გადაყვანით - რის გამოც მას მოკვლით ემუქრებოდნენ. რუსეთის მუსულმანთა სულიერი ლიდერების საბჭომ მართლმადიდებელ ქრისტიანებს მოუწოდა, არ დაუშვან ამ ტრაგედიით ორ სარწმუნოებას შორის კავშირების დაზიანება.
XS
SM
MD
LG