Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი შედეგებით, რუმინეთში არჩევნების მეორე ტური გაიმართება


რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მემარჯვენე-ცენტრისტი პრეზიდენტი, ტრაიან ბასესკუ, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, მემარცხენე მირჩა ჯოანას 6 დეკემბერს მეორე ტურში დაუპირისპირდება. საარჩევნო უბნების შედეგების 86 პროცენტის დათვლის შემდეგ ბასესკუს - რომელიც დემოკრატიულ-ლიბერალურ პარტიას წარმოადგენს - ხმათა თითქმის 33 პროცენტი აქვს მოპოვებული კვირას გამართულ პირველ რაუნდში. სოციალ-დემოკრატ ჯოანას კი 30 პროცენტზე ცოტა მეტი.
XS
SM
MD
LG