Accessibility links

logo-print

ეუთოს წარმომადგენელი საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის ზრდაზე საუბრობს


ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, მიკლოშ ჰარასტი, დადებითად გამოეხმაურა საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას, და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მედიის მფლობელების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და პლურალისტური ლიცენზირების მოწოდებით გამოვიდა. ეს განცხადებები ჰარასტიმ თბილისში გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე გააკეთა. კონფერენციის გახსნისას, მან იმედი გამოთქვა, რომ ეუთო საქართველოში მალე განაახლებს მუშაობას - რომელიც ქვეყნის მთლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს ეფუძნება. „კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ საქართველოს სატელევიზიო მედიაში მრავალფეროვნება ძლიერდება - მაშინ როცა ორი წლის წინ, 2007 წელს, ჩვენ „იმედის“ დახურვას ვაკრიტიკებდით. დადებითად ვაფასებ ოპოზიციური ტელევიზია „მაესტროსთვის“ სატელიტის ხელმისაწვდომობას, და 2010 წლისთვის საპარლამენტო და სადისკუსიო არხის დაფუძნებისთვის მზადებასო“ - განაცხადა ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში. 20 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ორგანიზაცია საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამაუწყებლო სფეროს რეგულირების მოქმედი სისტემა მედიის მფლობელთა გამჭირვალობას და კონკურენტუნარიანი, პლურალისტური სატელევიზიო ბაზრის შექმნას ვერ უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG