Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები ირანში


ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები დაიწყო, რომლის მიზანი ქვეყნის ბირთვული ობიექტების დასაცავად რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაა. გავრცელებული ინფორმაციით, სწავლების მსვლელობისას შესაძლოა განხორციელდეს რაკეტების გაშვება, რომელთაც ისრაელის ტერიტორიაზე და სპარსეთის ყურეში ამერიკის სახედრო ბაზების სამიზნეების განადგურება შეუძლია. ”სწავლება კოდური სახელწოდებით ”ცისა და მიწის დამცველები 2” ხუთი დღის განმავლობაში სამ ეტაპად წარიმართება”, _ ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის ჰაერსაწინააღმდეგო კორპუსის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა აჰმად მიკანმა განაცხადა.
XS
SM
MD
LG