Accessibility links

logo-print

"თეთრები" პრეზიდენტს "ღირსების ულტიმატუმს" გადასცემენ


დღეს, პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს "ღირსების ულტიმატუმს" გადასცემენ. 23 ნოემბერს "თეთრებმა" ვერის ბაღში, მერაბ კოსტავას ძეგლთან, "ღირსების ულტიმატუმზე” ხელმოწერის ცერემონიალი გამართეს, რომელსაც ღია წერილთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნიან. "ღირსების ულტიმატუმი” დღეს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო პირველ დეკემბრამდე საქართველოში აკრედიტებულ ყველა საელჩოსა და დიპლომატიურ კორპუსს. "თეთრი მოძრაობის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ "ღირსების ულტიმატუმი" იმ ელემენტარულ საკითხთა ჩამონათვალს შეიცავს, რომელთა შეუსრულებლობის გამო, შელახულია საქართველოს მოქალაქეთა ღირსება და, რომელთა შეუსრულებლობის პირობებში ნებისმიერი ჩინოვნიკისთვისაც კი სირცხვილია სახელისუფლებო კაბინეტში ჯდომა, მით უმეტეს - პრეზიდენტის სავარძელში.
XS
SM
MD
LG